|
2016-02-26 18:03:09, 612 ნახვა
საზოგადოება
მარტიდან კომუნალურ ვაუჩერს მხოლოდ ის ოჯახი მიიღებს რომელთა სარეიტინგო ქულა 200 ათასზე ქვევითაა
მიმდინარე წლის მარტის თვიდან კომუნალურ ვაუჩერს მხოლოდ ის ოჯახი მიიღებს რომელთა სარეიტინგო ქულა 200 ათასზე ქვევითაა. შესაბამისი ცვლილება, თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში შევიდა, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი ამ მიმართულებით თვეში 9 მილიონამდე ლარს გასცემდა. ცვლილების შემდეგ კი, 5 მილიონამდე ლარის გაცემა მოუწევს. "საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მარტის თვიდან კომუნალურ სუბსიდიას ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულაც 200 ათას ქვევითაა. ანუ პროგრამა ჩვეულებრივ გრძელდება, უბრალოდ იმ თანხების დაზუსტება მოხდება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ეძლეოდა ოჯახებს რომლბმაც არც კი იცოდნენ ერიცხებოდათ თუ არა. მიება ფაქტობრივად იმ სოციალურ ბაზას, რომელიც დრეს საქართველოში არსებობს, სადაც აღირიცხება სოციალური საჭიროებები თბილისში მაცხოვრებელი ოჯახების, რომელიც დღეს დაახლოებით 1/3. - ესაა 100 ათასი ოჯახი, ვისაც მიეცემა აღნიშნული დახმარება. ესაა თვეზე 20 ლარი, ხოლო 70 ათასი ქულის ქვემოთ 5 თვის განმავლობაში ეძლეოდათ 530 ლარი. მათ შორის გათვალისწინებული, ის კომპენსაცია რაც გამოწვეული იყო დენის ტარიფის ცვლილეებით. 200 ათასი ქულა ეს იმდენად მაღალი ქულაა, რომ ყველა ადამიანი ვინც ჩათვლის რომ უნდა სარგებლობდეს ამ სუბსიდიით, შეუძლია დარეგისტრირდეს სოციალურ დაუცველთა ბაზაში და შესაბამისი ქულის მიღების შემთხვევაში ავტომატურად მოხვდება ამ სუბსიდიის მიმღებთა სიაში. თბილისის ბიუჯეტი ამ მიმართულებით თვეში დაახლოებით 9 მილიონ ლარს გასცემდა და ახლა ეს თანხა ჩამოვა 5 მილიონ ლარამდე“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)