|
2024-10-31 14:16:21, 403 ნახვა
სამართალი
შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა სამმართველომ 2024 წელს 113 სამართალდარღვევა გამოავლინა
შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა სამმართველომ 2024 წელს 113 სამართალდარღვევა გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. "31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა.შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ძირითადად საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში სახელმწიფო კონტროლს დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო ახორციელებს და საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა თუ ნავსადგომებში შემოსული გემების 24-საათიან მონიტორინგს ახდენს. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 226 გემი შეამოწმეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 113 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 79 თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტია, 19 - სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის შეუსრულებლობა, 15 კი - ზღვის დაბინძურება. სამართალდარღვევების შედეგად გარემოზე მიყენებულმა ზიანმა ჯამში 118 ათას ლარს გადააჭარბა, სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა კი ჯამში 1 015 000 ლარია. 2024 წლის 1 ოქტომბრიდან ზღვის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდა. გემიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრაზე (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 65 000-დან 100 000-მდე გაიზარდა. სანქციების გაზრდის შემდეგ, 1 თვეში, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების 1 ფაქტი გამოავლინეს - ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, რომლის კაპიტანი ხორვატიის მოქალაქეა, ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა, რის შედეგადაც გარემოს 6930 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა. სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)