|
2016-02-26 17:31:52, 790 ნახვა
სამართალი
ექიმის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია დასრულდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პეტრიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა პაციენტი დილამდე ინტენსიური თერაპიის პალატაში დარჩება. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის პროფესორ ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მისივე თქმით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. როგორც იმედაძემ განაცხადა, მას 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა ქვედა კიდურის და შორისის არეში აღენიშნებოდა. "პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მას 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა ქვედა კიდურის და შორისის არეში აღენიშნებოდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი დილამდე ინტენსიური თერაპიის პალატაში იქნება. მას რეტროპერიტონულ სივრცეში ჰემატომა აღენიშნება და ტყვია არის დარჩენილი, რომლის ამჟამად ამოღება და ჩარევა აბსოლუტურად არ სჭრიდება. ეს ტყვია არის, დარჩენილი რეტროპერიტონულ სივრცეში, რაც შარდსაწვეთ და თირკმელთა ახლოს არეს გულისხმობს", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ. შეგახსენებთ, დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)