|
2016-02-26 16:58:13, 573 ნახვა
საზოგადოება
კომუნალურ ვაუჩერს თბილისის მოსახლეობის მესამედი მიიღებს
კომუნალურ ვაუჩერს თბილისის მოსახლეობის მესამედი მიიღებს კომუნალურ ვაუჩერს თბილისის მოსახლეობის მესამედი მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა განუცხადა. თავლელიშვილის განცხადებით, მათი წინადადებაა კომუნალური ვაუჩერი მიიღონ იმ ოჯახებმა, რომელთაც 200 000 ქულაზე ნაკლები ექნებათ. „ჩვენი წინადადებაა, რომ კომუნალური ვაუჩერით დაფინანსდნენ ის ადამიანები, რომლებსაც 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ, ანუ სოციალურად დაუცველები არიან. ეს არის დაახლოებით 100 000 ოჯახი, რომლებიც თბილისის მოსახლეობის მესამედია. ისინი ამ ვაუჩერს მიიღებენ. თბილისში არის 20 000-ზე მეტი ოჯახი, რომელთაც წელიწადში 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, დაახლოებით 3500 ლარი თვეში. ამიტომ ასეთ ოჯახებს ეს ვაუჩერი არ სჭირდება. ადამიანები კომუნალურ გადასახადებს იხდიან, სადაც არაა ფიქსირებული რომ ამდენი მოგაკლდა. ყოველ ადამიანს, რომელიც თვლის, რომ თავისი სოციალური მდგომარეობის გამო შექმნილ ბაზაში უნდა მოხვდეს მას შეუძლია მიმართოს სოციალურ სააგენტოს. თუ ექნება 200 000 ქულაზე ნაკლები, მათაც დავაფინანსებთ. თუ გადავადდა და მათ ვერ მოასწრეს სოციალური სტატუსის მიღება ჩვენ გარდა იმისა, რომ ნოემბერ-დეკემბერსაც დავუფინანსებთ, მარტსაც დავუფინანსებთ“, - განცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა და დასძინა, რომ დაზოგილი თანხმები სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)