01:51 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-25 16:59:26, 395 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში დასუფთავების აქცია ჩატარდა

შპს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ანდრონიკაშვილისა და ქერჩის ქუჩები სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელკებს.

მერიის ცნობით, სამუშაოებში ჩართული იყო სპეცტექნიკაც. 

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა დავით ფაჩულიამ, თბილისის საკრებულოს წევრებმა ვლადიმერ ბოჟაძემ და თინათინ ნიბლოშვილმა.

"მსგავს აქციებს დედაქალაქში პერიოდულად ვატარებთ. ამჯერად, გლდანში ვიმყოფებით. სწორედ ამ რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების ობიექტი, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ შეღავათიან ფასში განათავსონ სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი, მეორადი ნივთები. ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებთ, ნუ დატოვებენ ამ სახის ნარჩენს ურნებთან, ეს ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნის დასუფთავების კუთხით. ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს, ჩვენს ქალაქს და ნარჩენები განვათავსოთ მხოლოდ კანონიერად"- აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

გლდანის ობიექტზე სამშენებლო ნარჩენის განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად:

1-დან 5 ტონამდე - 9 ლარი,
5-დან 10 ტონამდე - 18 ლარი,
10-ტონა და მეტი - 30,6 ლარი,

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics