|
2024-10-23 14:34:51, 656 ნახვა
ომი უკრაინაში
სამხრეთ კორეის სპეცსამსახურები - ჩრდილოეთ კორეამ, უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭერად, რუსეთში 3 000 სამხედრო გაგზავნა
ჩრდილოეთ კორეამ, უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭერად, რუსეთში 3 000 სამხედრო გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ეს რიცხვი სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის გასული კვირის მონაცემებს ორჯერ აღემატება. გასულ პარასკევს უწყებამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გემით 1 500-მდე ჯარისკაცი გაგზავნა. როგორც სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრებმა მედიას განუცხადეს, ფხენიანი რუსეთს სულ 10 000 სამხედროს გაგზავნას დაჰპირდა და მათი გაგზავნა დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს. ჩრდილოკორეელი სამხედროების უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად გაგზავნას მოსკოვიც და ფხენიანიც უარყოფენ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, რეაგირება მოახდინონ ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობის მტკიცებულებებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)