|
2016-02-25 18:38:48, 641 ნახვა
საზოგადოება
ზაზა ვაშაყმაძე: დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემა გადაწყდა-ადიგენის რაიონში მუსლიმებს სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთი გამოეყოთ
მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულ რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინასური საკითხის შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეცხრე სხდომა გაიმართა, რომელსაც მართლმადიდებელი, მუსლიმი, იეზიდური და ორმოცდაათიანელთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა ვაშაყმაძის თქმით, რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინასური საკითხის შემსწავლელ კომისიაზე მართლმადიდებლების 45 საკითხი იყო."26 საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მივიღეთ, 9 საკითხზე დადგინდა ხარვეზი და 9-ზე ეთქვათ უარი. რაც შეეხება მუსლიმების საკითხს, 13 საკითხიდან 1-ზე ეთქვა უარი. 11 დადებითად გადაწყდა და ქობულეთის რაიონში არსებული მეჩეთები გადაეცა”,-განაცხადა ვაშაყმაძემ. მისივე განმარტებით, გადაწყდა დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემა- ადიგენის რაიონში მუსლიმ მოსახლეობას სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთი გამოუყვეს: „მიღებული იქნა გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე, სადაც მუსლიმებისთვის იქნება რელიგიური სასაფლაო. ასევე, გამოტანილი იქნა 50-ანელთა ეკლესიის საკითხი. წლების განმავლობაში სახელმწიფო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთზე იყო აშენებული და ფუნქციონირებდა სალოცავი სახლი, რომელსაც დაახლოებით 11 წლის განმავლობაში, პარქტიკულად იყენებდნენ და დღეს, კომისიაზე მიღებული იქნა გადაწყვეტლება, აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაახლოებით 800- 900 კვადრატული ფართობი გადაცემული იქნას 50-ანელებზე სარგებლობისთვის, რაც უნდა მოწესრიგდეს იურიდიულად. აგრეთ მივიღეთ გადაწყვეტილება იეზიდი თემის სალოცავი და კულტურული სახლის რეკონსტრუქტიცა-რესტავრაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვარკეთილის ტეტრიტორიაზე მდებარეეობს. ქონების მართვის სააგენტოდან მიღებული იქნა ეს საკითხი და განხილულ იქნა რელიგიური დანიშნულების მიზანშეწონილობის და აუცილებლობით და დაკმაყოფილდა იეზიდთა თემის მოთხოვნა", - განაცხადა ვაშაყმაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)