|
2024-10-15 09:48:52, 590 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - ევროკავშირი უკრაინელი სამხედროების მომზადების მისიას 2 წლით გაახანგრძლივებს
ევროკავშირი უკრაინელი სამხედროების მომზადების მისიას 2 წლით გაახანგრძლივებს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ბორელის თქმით, ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები "მთელი ფრონტის ხაზზე დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება". "ჩვენ უნდა მივაწოდოთ მეტი შესაძლებლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და გავზარდოთ ჩვენი სასწავლო მისია. EUMAM-ის მისიის მანდატს მომდევნო 2 წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ",- განაცხადა ბორელმა, რომელიც იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭოში ამ გადაწყვეტილებაზე კონსენსუსი იქნება. ბორელი ასევე შეეხო ევროპის მშვიდობის ფონდის თანხების დაბლოკვის საკითხს, რომელიც წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების საკომპენსაციოდ ეგზავნებათ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ საჭირო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უკრაინას ეწვევა და მისი მანდატის დასრულებამდე აღნიშნული თანხების განბლოკვა მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)