04:01 - 07 Jul, 2026
|
2024-10-14 16:38:55, 571 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის პორტზე მიტანილ იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაშავებულია 8 პირი
რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით ოდესის პორტზე მიტანილ იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაშავებულია 8 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო გემები და ბელიზისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავი ხომალდები. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 მათგანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში 11 ოქტომბერსაც მიიტანეს, რის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაშავდა 10 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)