02:45 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-13 12:54:00, 566 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა კურსკის რაიონში ცხრა უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს - უკრაინა გაეროს გამოძიების თხოვნით მიმართავს

უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრი ლუბინეცმა მიმართა გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის კიდევ ერთი ანგარიშის გამოძიების მოთხოვნით.

უკრაინული OSINT პროექტის DeepState-ის თანახმად, 10 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა ცხრა უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს, რომლებიც კურსკის რაიონში ტყვედ ჩავარდა. ანალიტიკოსების აზრით, ეს მოხდა სოფელ ზელენი შლიახის მიდამოში, რომლის მიდამოებშიც იმავე დღეს შეიჭრნენ რუსული დანაყოფები.

„ასეთი ქმედებები არის ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევა სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ. ეს ქმედებები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და მტერმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ლუბინეცმა.

კურსკის ოლქში სამხედრო ტყვეების მკვლელობის ბრალდებებზე რუსული მხარე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics