|
2024-10-13 11:13:20, 562 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - კურსკის ოლქში რუსები ცდილობდნენ უკრაინული პოზიციების უკან დახევას, თუმცა გარკვეულ ხაზებს ვინარჩუნებთ
კურსკის ოლქში რუსეთის ძალები ცდილობდნენ უკრაინული პოზიციების უკან დახევას, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები გარკვეულ ხაზებს ინარჩუნებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ფრონტზე არსებულ ვითარებაზე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის ესაუბრა. "პოკროვსკის მიმართლება - ყოჩაღ თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ოფიცერს, რომელებიც უზრუნველყოფენ ჩვენი პოზიციების დაცვას. საერთო ჯამში, დონეცკის ოლქსა და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ძალიან რთული პირობებია, იქ მტრის ხისტი მოქმედებებია. თუმცა, ჩვენი დანაყოფების სიმტკიცეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სწორედ ჩვენს სიმტკიცეზეა ყველაფერი დამოკიდებული. რაც შეეხება კურსკის ოპერაციას, იყო რუსეთის მცდელობები, უკან დაეხიათ ჩვენი პოზიციები, თუმცა ვინარჩუნებთ გარკვეულ ხაზებს",- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)