13:48 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 16:27:43, 426 ნახვა

სამართალი
შემოსავლების სამსახური - მებაჟე ოფიცრებმა ორ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის “სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სალონში არსებულ სათავსოში, ორ შეკვრად დაფასოებული 2 600 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 350 723 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სგპ. “სარფში“ 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 67 ფაქტი იქნა გამოვლენილი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 1 401 119 ლარი შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics