15:09 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-10 14:06:36, 357 ნახვა

საზოგადოება
სოფელ შინდისში მიზნობრივი პროგრამა ადგილობრივებს გააცნეს

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და “საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ კომპონენტის კოორდინატორი ილია თამარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ადგილობრივებს შეხვდნენ და მიზნობრივი პროგრამის დეტალები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, “ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით“  ისარგებლებს ყველა ის პირი, რომელთა მიწის ნაკვეთიც  წყალუზრუნველყოფილია “საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში  რეაბილიტირებული სარწყავი სისტემით.

“სოფლის განვითარების სააგენტო პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 11 ოქტომბერს, 12 საათიდან დაიწყებს.

პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის ხარჯების 40%-მდე თანადაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო ჯამური დაფინანსება არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფერმერები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრები დამატებით პროცენტულ თანადაფინანსებას მიიღებენ.

პროექტის მიზანი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობაა; შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ერთწლოვანი კულტურებისთვის თანამედროვე სარწყავი სისტემების, აგრო მეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების და სასათბურე მეურნეობების მოწყობა.

აღსანიშნავია, რომ “ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“ სახელმწიფოს სახსრებითა და მსოფლიო ბანკის სესხით თანაბარწილად დაფინანსებული “საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის  პროექტის“ შემადგენელი ნაწილია. ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მსგავსი პროგრამების საშუალებით, შემდგომ წლებშიც მხარდაჭერილი იქნება მოდერნიზებული სარწყავი სისტემების არეალებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება კლიმატგონივრული მეთოდების გამოყენებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics