|
2016-02-23 16:03:56, 597 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწო
თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწო. პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში, იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. თბილისის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე მანანა კობახიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „ყოველთვის უნდა გავიხსენოთ 23 თებერვალი, ის დღე როცა 1921 წელს განსაკუთრებული გმირობა და თავდადება გამოიჩინეს ჩვენმა თანამებრძოლებმა და თანამემამულეებმა, რომლებსაც მხოლოდ ერთდაერთი რამ ამოძრავებდათ, რომ თავიანთი სამშობლო ყოფილიყო ერთიანი, დამოუკიდებელი და მშვიდობიანი. შესაბამისად ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. თითოეული ჩვენთაგანის ვალია გავიხსენოთ ისინი, პატივი მივაგოთ მათ ღირსეულად და გადავცეთ მომავალ თაობას ის საგმირო საქმეები, რაც მათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ჩაიდინეს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. ღონისძიების ფარგლებში , თბილისის პარლამენტის შიდა ეზოში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)