2024-10-02 09:49:51, 369 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი დაფიქსირდა
შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში, სამართალდამრღვევის საკარმიდამო ნაკვეთში დამონტაჟებული რეგისტრირებული სახერხი-საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 31 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.
“კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი. რეგისტრირებული სახერხი საამქრო დაილუქა; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),