|
2016-02-23 13:03:07, 582 ნახვა
საზოგადოება
#5 დაწესებულებაში მიმების საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა მასტერკლასი ჩაატარა
#5 სასჯელაღსრულების პენიტენციურ დაწესებულებას მიმების საერთაშორისო ორგანიზაციის (ვორლდ მიმე ორგანიზათიონ) პრეზიდენტი მარკო სტოჟანოვიჩი და საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობები ესტუმრნენ. სტოჟანოვიჩმა მსახიობებთან ერთან მსჯავრდებულებისთვის პანტომიმის საფუძვლების, განვითარებისა და მრავალმხრივობის შესასწავლად მასტერკლასი ჩაატარა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მარკოს სტოჟანოვიჩის ორგანიზაცია პანტომიმის ხელოვნების განვითარების, პოპულარიზაციის და ხელშეწყობის მიზნით მრავალ საქველმოქმედო ღონისძიებას მართავს. შეხვედრაზე თეატრის წარმომადგენელმა ამირან შალიკაშვილმა მსჯავრდებულებს პანტომიმის ისტორიის შესახებ ესაუბრა და სხვადასხვა სპექტაკლიდან ნაწყვეტების ჩვენება მოაწყო. გარდა ამისა, სტოჟანოვიჩმა მსჯავრდებულებს პანტომიმის მოძრაობებიც ასწავლა. “ჩემთვის ეს შეხვედრა ემოციური იყო. მსგავსი გამოცდილება არ მქონია. დახურულ სივრცეში ვიპოვე ხელოვნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მსჯავრდებულებში დიდი და მდიდარი სამყარო დავინახე”-განაცხავა მარკო სტოჟანოვიჩმა. ამირან შალიკაშვილის განმარტებით, მსგავსი სახის მასტერ კლასი მსჯავრდებულებს რამდენჯერმე ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც მათი მონაწილეობით ქართული სტილის ნოველა დაიდგმება. “დაწესებულებაში სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მაგრამ ეს მასტერკლასი ძლიან განსხვავებული, ახალი და საინტერესო იყო ჩვენთვის. ვამაყობ რომ ასეთი ცნობილი ადამინის გვერდით ვართ და მის გამოცდილებას ვიზირებთ. ჩვენთვის მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია.”- განაცხადა მსჯავრდებულმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)