|
2016-02-23 12:18:03, 572 ნახვა
საზოგადოება
ყირგიზეთის დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო
ყირგიზეთის დელეგაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებსა და ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის ქართულ მოდელს გაეცნო. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს „ერთი სარკმლის" პრინციპით მომსახურება და სერვისების ხელმისაწვდომობა, შესაბამისი ტექნიკური და სამართლებრივი ბაზა და შიდა კომუნიკაციის მექანიზმები წარუდგინეს. გარდა ამისა, დელეგაციის წევრები ყველაზე გავრცელებული მომსახურებების - ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის, სერვისების მიწოდების ცენტრების მოწყობით, მართვითა და ინფრსტრუქტურითაც დაინტერესდნენ. ყირგიზი სტუმრები საქართველოში სამინისტროებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობის ადგილობრივ მოდელს, მის ეფექტიანობასა და რეგულაციებსაც გაეცნენ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მხარდაჭერით, ყირგიზეთის დელეგაცია, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამუშაო პრაქტიკას ეცნობა. ვიზიტის მიზანი საქართველოში ბოლო წლებში საჯარო და მუნიციპალური სერვისების კუთხით განხორციელებული რეფორმების გაცნობა და გაზიარებაა. დელეგაციის შემადგენლობაში ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის საჯარო ადმინისრტრირებისა და კადრების დეპარტამენტის უფროსი, ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ჯალალ-აბადის მერი და ბალიკჩის ვიცე-მერი, ინფოკომის, ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო ცენტრის, ეუთოსა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლები შედიოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)