|
2024-09-27 13:17:11, 421 ნახვა
ეკონომიკა
საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი - დღეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით
მშვიდობა არის საფუძველი მოგზაურებისთვის, ტურისტებისთვის და გვინდა, რომ მშვიდობიანი სამყარო და მსოფლიო არსებობდეს მომავალ წელსაც, როდესაც მსოფლიო ტურიზმის დღეს ჩავატარებთ,- ამის შესახებ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა, აჰმედ ალ ხატეებმა მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა აღნიშნა, ტურისტების რაოდენობის ზრდა კარგია, რადგან მთლიან შიდა პროდუქტზე გავლენას ახდენს. „დღეს 10 პროცენტი არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ეკონომიკურ მოცემულობაში და 8-9 პროცენტი - დასაქმებაში, ასეა როგორც საუდის არაბეთში, ასევე სხვაგან. ჩვენ ვართ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, მაგრამ დღეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. ჩვენ ნავთობის ძალიან დიდი რეზერვები გვაქვს და სხვა სფეროებშიც გვინდა განვითარება, მათ შორის ტურიზმში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მიღებისთვის ამ ულამაზეს დედაქალაქ თბილისში, იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთან ერთად ვიმუშავებთ",- განაცხადა აჰმედ ალ ხატეებმა. საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის ინდუსტრიიდან. მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა". ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)