|
2016-02-22 20:04:22, 676 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესი სკოლა ხვალ დონორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრას გამართავს
23 თებერვალს, 11 საათზე, სასტუმრო "რედისონში" იუსტიციის უმაღლესი სკოლა დონორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრას გამართავს. ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ლაშა მაღრაძე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, 2015 წელს, უწყების მიერ გაწეული საქმიანობისა და 2016 წლის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს. გასულ წელს, არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული მიმართულებების ფარგლებში. ინტენსიური საქმიანობა განხორციელდა სამოსამართლო კანდიდატების, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფის; იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზაციული გაძლიერების და საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით. მიმდინარე წლის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება: იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმის შესრულების გაგრძელება; უწყების ინსტიტუციური გაძლიერება; იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამებში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების თემებზე კურიკულუმების ინტეგრირება; სამოსამართლო კანდიდატთა სწავლების ვადის გაზრდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)