|
2016-02-22 17:20:36, 632 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთის პრემიერი: ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში
"ჩეხეთი მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში და მზად არის, ამ მიმართულებით, საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. საქართველომ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია“, - ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუჰუსლავ სობოტკამ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე და ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩეხ კოლეგას მასპინძლობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. "ჩვენ დიდად ვაფასებთ სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გაზიარებასაც. მეორე მხრივ, ჩვენ კიდევ მეტის გაკეთება შეგვიძლია, რათა გავაღრმავოთ და უფრო ხელშესახებ შედეგებზე ორიენტირებულად ვაქციოთ ჩვენი ურთიერთობები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში დიდი პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იყოს გამოყენებული. ქართული მხარე ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა, გაღრმავდეს ეკონომიკური კავშირები და ხელი შეეწყოს ბიზნესებს შორის თანამშრომლობას. "ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერას. აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატება არის ჩვენი საერთო პრიორიტეტი და ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ურთიერთობების განმტკიცება. ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკის, მტკიცე მხარდაჭერითა და დახმარებით, საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე: ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას, ასევე წარმატებით შევასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რაც დაადასტურა კიდეც კომისიამ თავის საბოლო ანგარიშში, და მოუთმენლად ველით უახლოეს მომავალში ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, როგორც საქართველოს ერთგულებისა და რეფორმების გზაზე დაუღალავი შრომის დამსახურებულ აღიარებას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)