2016-02-22 12:44:39, 417 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: გოგი თოფაძის ადგილი არც "მრეწველებშია" და არც კოალიციაში
"გოგი თოფაძის ადგილი არც "მრეწველებში" და არც კოალიციაში არ არის", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "რესპუბლიკელები" კოალიცია "ქართული ოცნებიდან" გასვლას არ აპირებენ:
"ჩვენ კოალიციიდან არ გავალთ. სხვები თვითონ გადაწყვეტენ, გავიდნენ, შემოვიდნენ და სხვა. მე ვთვლი, რომ "მრეწველების" ადგილი არის კოალიციაში. ბატონი გოგის ადგილი არ არის არც მრეწველებში, არც კოალიციაში. ჩვენი მინისტრი მუშაობს კარგად. ერთგული ვარ ევროპასთან ინტეგრაციის იდეის. ვინც არ არის ერთგული, მისი ადგილი არ არის", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან