11:42 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-17 14:23:10, 355 ნახვა

საზოგადოება
ბბ ლიზინგმა საქართველოს სალიზინგო კომპანიის კორპორატიული ლიზინგის პორტფელი შეიძინა

ბბ ლიზინგსა და საქართველოს სალიზინგო კომპანიას შორის პორტფელის გასხვისების მორიგი შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, საქართველოს სალიზინგო კომპანიის კორპორატიული პორტფელის ნაწილი სამართავად ბბ ლიზინგს გადაეცა.

აღნიშნული გარიგების შედეგად, ბბ ლიზინგი განაგრძობს კორპორატიულ პორტფელში არსებული მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას, რადგან კომპანიის  სამომავლო პრიორიტეტებს მომხმარებლებისთვის მეტად მრავალფეროვანი და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება წარმოადგენს.

ბბ ლიზინგი აქტიურად განაგრძობს ქართულ სალიზინგო ბაზარზე თანმიმდევრულ ზრდას. აღნიშნული გარიგებით ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე სალიზინგო კომპანიის პოზიციებს კიდევ უფრო მეტად იმყარებს.

ბბ ლიზინგი, ბბ დაზღვევასთან ერთად, ბაზისბანკის ჰოლდინგში შემავალი ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე სალიზინგო კომპანიაა. ბბ ლიზინგი რამდენიმე წელია, აქტიურად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ქმნის ღირებულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ ფინანსურ პროდუქტებს, როგორიცაა: ავტო ლიზინგი, ავტო იმპორტის ლიზინგი, ძირითადი საშუალებების ლიზინგი, შეღავათიანი აგრო ლიზინგი, აწარმოე საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ბბ ლიზინგი მომხმარებელს მაქსიმალურად გამარტივებულ პირობებს სთავაზობს. მინიმალური პირველადი შენატანით, დაბალი საპროცენტო სარგებლით, უსწრაფესი მომსახურებითა და დაფინანსების გამართული სისტემის საშუალებით, ბბ ლიზინგი ბაზარზე ერთ-ერთ კონკურენტულ სალიზინგო კომპანიად პოზიციონირდება.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეხანძრე-მაშველებმა 2 ივნისის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics