16:25 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-07 16:23:16, 363 ნახვა

საზოგადოება
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ეკოტურიზმის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხაზი გაესვა ეკოტურიზმის განვითარების მნიშვნელობას როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ისე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

“აღინიშნა, რომ დღეისათვის დაცულ ტერიტორიებზე 100 საფეხმავლო ბილიკია და 5 სანაოსნო მარშრუტი. ბილიკების საერთო სიგრძე 2 213 კმ-ია, რომელსაც მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 1 000 კმ-ზე მეტი სიგრძის კეთილმოწყობილი ბილიკი დაემატება.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხრიდან გაკეთდა დეტალური პრეზენტაცია, მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ დაცულ ტერიტორიებზე არსებული მრავალფეროვანი სერვისების, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესაუბრათ საკუთარ გამოცდილებაზე, ასევე დაცულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის სექტორული შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics