|
2016-02-20 13:10:25, 585 ნახვა
საზოგადოება
ბათუმელმა სტუდენტებმა ყოფილი პატიმრის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართეს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროექტის - „დემოკრატია და მოქალაქეობა“ ფარგლებში საქველმოქმედო აქცია გამართეს. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარს ხელნაკეთი აქსესუარებისა და სუვენირების დასამზადებლად საჭირო ნივთები შეუძინეს. როგორც სტუდენტები აცხადებენ, პროექტის მიზანია საქველმოქმედო საქმიანობის საშუალებით ბენეფიციარისთვის თვითდასაქმების ხელშეწყობა და რესოციალიზაციის პროცესში მათი მხარდაჭერა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ყოფილი პატიმარი რევაზ შაინიძე ბათუმის მერიის მიერ გამოყოფილ თავშესაფარში ცხოვრობს. დანაშაულის პრევენციის ცენტრის შუამდგომლობით თავშესაფრის ხელმძღვანელობამ ბენეფიციარს სახელოსნოსთვის ფართიც გამოუყო. რევაზ შაინიძე სხვადასხვა მასალის გამოყენებით ამზადებს აქსესუარებსა და სუვენირებს, რომლებსაც ბათუმის ქუჩებში ყიდის. იგი უკვე რამდენიმე თვეა ჩართულია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“. მან დანაშაულის პრევენციის ცენტრის უშუალო ჩართულობით გაიარა რამდენიმე თემატური ტრენინგი და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების მიზნით გადამისამართებულია შესაბამის ორგანიზაციაში. საქართველოში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას „სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულებით დაწესებულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების რებილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. პროგრამა თბილისის გარდა მიმდინარეობს ბათუმში, ქუთაისში, გორსა და ზუგდიდში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)