2016-02-20 11:53:07, 524 ნახვა
პოლიტიკა
ჯორჯ ბენიტესი: ნატომ არაწევრი სახელმწიფოები უფრო მეტად და სრული აქტიურობით უნდა დაიცვას
"ატლანტიკური საბჭოს" სკოუკროფტის ცენტრის მკვლევარის ჯორჯ ბენიტესის განცხადებით, ნატომ არაწევრი სახელმწიფოები უფრო მეტად და სრული აქტიურობით უნდა დაიცვას.
როგორც ბენიტესმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა, ნატოს ინტერესებში ევროპის ყველა სახელმწიფოს დაცვა შედის.
„მიუხედავად იმისა, რომ მჯერა ნატომ მეხუთე მუხლი მხოლოდ წევრი სახელმწიფოების დასაცავად უნდა აამოქმედოს, მაინც მიმაჩნია რომ არა-წევრი სახელმწიფოები ალიანსმა მეტად და სრული აქტიურობით უნდა დაიცვას, რათა მათი თავდაცვისუნაირანობა, შიდა სიძლიერე და სუვერენიტეტი განამტკიცოს. ნატოს ინტერესებში შედის ევროპის ყველა სახელმწიფოს დაცვა“, - განაცხადა ჯორჯ ბენიტესმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან