|
2016-02-19 19:38:06, 507 ნახვა
სამართალი
მერიის თანამშრომელი, რომელმაც პროკურორის შვილისთვის თანხის გამოყოფაზე შუამდგომლობა მოამზადა, სამსახურიდან გათავისუფლდება
თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც თამარ გერგედავასთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფაზე შუამდგომლობა მოამზადა, სამსახურიდან გათავისუფლდება. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია შეცდომაში იქნა შეყვანილი იმ სამსახურის მიერ, რომელიც დედაქალაქის მერთან შუამდგომლობას აყენებს. ''თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, მერიის ყოფილი თანამშრომლის, თამარ გერგედავასთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, საფრანგეთში სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, შიდაუწყებრივი მოკვლევა დაასრულა. მოკვლევის შედეგად, კონკრეტული საქმის გარემოებათა შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომლის მიერ, რომელიც უშუალოდ იყო პასუხისმგებელი შეესწავლა თამარ გერგედავას განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა შესრულებულ იქნა არაჯეროვნად, კერძოდ, თამარ გერგედავასათვის თანხის გამოყოფის თაობაზე შუამდგომლობის წერილი მან თბილისის მერთან გაგზავნა შაბლონური ტექსტით, რომელიც იმ მომენტისათვის, არ შეესაბამებოდა გერგედავების ოჯახში არსებულ მდგომარეობას, უფრო კონკრეტულად, თამარ გერგედავა არ იმყოფებოდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. გამომდინარე იქედან, რომ მოქალაქეთათვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფაზე საკითხის გადაწყვეტისას მერი ეყრდნობა შესაბამისი სამსახურის შუამდგომლობას და არ არის ვალდებული უშუალოდ გადაამოწმოს თითოეული დოკუმენტი, რადგანაც, აღნიშნულზე, სწორედ ის სამსახურია პასუხისმგებელი, რომელიც შუამდგომლობას აყენებს მერთან, დავით ნარმანია შეცდომაში იქნა შეყვანილი. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის აღნიშნული თანამშრომელი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას. მერიის უწყებაში დასაქმებული ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გასცემს არასწორ ინფორმაციასა და რეკომენდაციას, ასევე, დაკისრებულ სამუშაოს შეასრულებს არაჯეროვნად, გადაამეტებს სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ან ადგილი ექნება, თუნდაც მცირე გადაცდომას, მიღებულ იქნება უმკაცრესი ზომები”, - ნათქვამია თბილისის მერიის გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)