21:31 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-29 14:23:36, 366 ნახვა

საზოგადოება
ბათუმისა და ხელვაჩაურის ავტოპარკი 100 თანამედროვე სტანდარტის მიკროავტობუსით განახლდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ,  თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან  და ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ  მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის ავტოპარკის განახლება და  სერვისების განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.

“მიკროავტობუსების ნაწილი  ხელვაჩაურის 64  სოფელს მოემსახურება. 38 ერთეული მიკროავტობუსით კი, დამატებით შეიქმნება ქალაქის 5 ახალი მარშრუტი, რომელიც  ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე იმოძრავებს. ახალ მიკროავტობუსებზე  250 მძღოლი დასაქმდება.

2018-2023 წლებში ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი 150 ერთეულამდე ახალი ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ერთეული ელექტრო ავტობუსი. ასევე, იგეგმება 25 ერთეული M3 კატეგორიის 12 მეტრიანი "EURO 5"-ის სტანდარტის ავტობუსის შემოყვანა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics