|
2024-08-27 14:32:57, 360 ნახვა
საზოგადოება
„სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით და SOLO-ს მხარდაჭერით, წინანდლის მამულში ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები გაიმართა
“სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით, წინანდლის მამულის სასტუმრო რადისონ ქოლექშენში ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები გაიმართა - პროექტის მხარდამჭერია SOLO. ჩოგბურთის ჩემპიონატში მონაწილეობა 10-მა, პადელის ჩემპიონატში კი 16-მა წყვილმა მიიღო. ტურნირის ფარგლებში მონაწილეებს სხვადასხვა საჩუქარი გადაეცათ. წინანდლის თასი ყოველწლიური შეჯიბრია, რომელიც უკვე მესამე წელია “სილქ ჰოსფითალითის” მიერ წინანდლის კორტებზე შერჩეულ წყვილთა შორის ტარდება. ამასთან, წინანდლის მამულის სპორტულ ღონისძიებებს წელს პირველად პადელის ტურნირი შეემატა. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში ჩართულიყვნენ. “ვცდილობთ წელიწადის ოთხივე სეზონი საინტერესო იყოს ჩვენი მუდმივი და ახალი სტუმრებისათვის. ამისთვის ხშირად ვმართავთ და ვმასპინძლობთ სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენში. წელს პირველად დაგვემატა პადელის ტურნირი და მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი სიახლე შევთავაზეთ ჩვენს სტუმრებს. შემოდგომაც გვიახლოვდება და კიდევ ბევრ საინტერესო და გასართობ აქტივობას გპირდებით“,- აღნიშნავს ნუცა რამიშვილი, სასტუმრო “რადისონ ქოლექშენის“ გენერალური მენეჯერი. “SOLO განაგრძობს კულტურული და სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას. გვახარებს წინანდლის მამულში გამართული ჩოგბურთისა და პადელის ჩემპიონატის მიმართ გამოვლენილი ინტერესი და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება ჩვენს ინიციატივაში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას“,- აღნიშნავს გიორგი ლობჯანიძე SOLO და WM მარკეტინგის გუნდის უფროსი. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წელს წინანდლის მამულმა რამდენიმე შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება შესთავაზა სტუმრებს, მათ შორის იყო გიორგობისთვე და ქალთა კვირეული, რაშიც SOLO მთავარი მხარდამჭერი იყო. სამომავლოდ კვლავ იგეგმება სხვადასხვა საინტერესო სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელება. ინფორმაციისთვის, ჩოგბურთისა და პადელის ჩემპიონატები “სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით და SOLO-ს მხარდაჭერით გაიმართა. ჩოგბურთის ტურნირის სპონსორი იყო სილქ რივორდსი, პორშე და ბაკურიანი, ხოლო პადელის ტურნირის სპონსორი სილქ რივორდსი, ტოიოტა ცენტრი თეგეტა და ბაკურიანი.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)