20:08 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 12:23:17, 682 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში ადასტურებენ, რომ უწყებაში შიდა საკადრო გადაადგილება მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული პროკურორების გადადგომაზე არ საუბრობენ

საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ უწყებაში შიდა საკადრო გადაადგილებების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ პროკურორების გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც ადასრურებენ და არც უარყოფენ.

„გიდასტურებთ, რომ პროკურატურაში შიდა საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით. კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, - განმარტეს უწყების პრესცენტში.

ცნობისთვის, დაუდასტურებელი ინფორმაციით, პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა გიზო უბილავამ და და ფოთის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე გოგუაძემ.

არსებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორის თანამდებობაზე სავარაუდოდ ილია ჯალაღანიას კანდიდატურა განიხილება. ის გიზო უბილავას ჩაანაცვლებს, რომელიც სავარაუდოდ საქმიანობას გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაში გააგრძელებს.

ფოთის პროკურატურას კი ალექსანდრე გოგუაძის ნაცვლად, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კოკაია უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დროისთვის პროკურორის მოადგილედ მუშაობს. სად გააგრძელებს ალექსანდრე გოგუაძე საქმიანობას, ამის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

ჩვენ სამეგრელო-ზემო სვანეთისა საოლქო პროკურატურაში და ფოთის რაიონულ პროკურატურასთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა პროკურატურის ოფისებში „ექსპრესნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics