18:48 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 12:02:31, 696 ნახვა

სამართალი
დაუდასტურებელი ცნობით, სამეგრელო ზემო სვანეთისა და ფოთის პროკურორებმა თანამდებობები დატოვეს

დაუდასტურებელი ინფორმაციით, პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. არსებული ინფორმაციით თანამდებობები დატოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა გიზო უბილავამ და და ფოთის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე გოგუაძემ.

არსებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორის თანამდებობაზე სავარაუდოდ ილია ჯალაღანიას კანდიდატურა განიხილება. ის გიზო უბილავას ჩაანაცვლებს, რომელიც სავარაუდოდ საქმიანობას გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაში გააგრძელებს.

ფოთის პროკურატურას კი ალექსანდრე გოგუაძის ნაცვლად, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კოკაია უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დროისთვის პროკურორის მოადგილედ მუშაობს. სად გააგრძელებს ალექსანდრე გოგუაძე საქმიანობას, ამის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

„ექსპრესნიუსი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ და მოგვიანებით დაგვიკავშირდებიან.

ჩვენ სამეგრელო-ზემო სვანეთისა საოლქო პროკურატურაში და ფოთის რაიონულ პროკურატურასთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა პროკურატურის ოფისებში „ექსპრესნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics