|
2016-02-18 15:18:18, 516 ნახვა
საზოგადოება
თინა ხიდაშელი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს, მარტინა ქვიქს უმასპინძლა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. უწყების ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო.
„მქონდა შესაძლებლობა, ბრიუსელში ვიზიტის დროს შევხვედროდი შვედეთის თავდაცვის მინისტრს, შემდეგ ერთად ვიყავით სამი დღის განმავლობაში მიუნხენის კონფერენციაზე. ბევრ თემასა და მიმართულებაზე ვისაუბრეთ. შვედეთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა, მაგრამ, გარდა ამისა, საქართველო შვედეთთან, ფინეთთან, იორდანიასა და ავსტრალიასთან ერთად, არის იმ ქვეყნების რეჟიმში და კალათაში, რომლებიც არიან ნატოს პარტნიორები. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყნები ერთიანი სტრატეგიით და ტაქტიკით მოქმედებდნენ. ჩვენ პრაქტიკულად იმავე მასშტაბის დახმარებას ვიღებთ შვედეთისგან, რაც გვაქვს ნატოს წევრი ქვეყნებისგან ორმხრივ თანამშრომლობაში. ბევრ ახალ მიმართულებაზე ვისაუბრეთ, JTEC-ის გუნდს შეუერთდება შვედი ოფიცერი, ამის დაპირება მივიღეთ მინისტრისგან, იგეგმება მისი ვიზიტი საქართველოში, ჩემი ვიზიტი - სტოკჰოლმში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც ისაუბრეს. მარტინა ქვიქმა საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „შვედეთი დიდი ხანია საქართველოსთან სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობს. ასევე ვმუშაობთ ბევრ სხვა საკითხზე, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ მიმდინარე თემებზე. განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში და სხვა მნიშვნელოვანი თემები. ვიმსჯელეთ მიმდინარე წლის თანამშრომლობის გეგმებზე, ასევე, ვარშავის სამიტისათვის მზადებისა და ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის თემებზე. გვსურს, ვიმუშაოთ იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა იყოს ევროკავშირი უფრო მეტად წარმოდგენილი საქართველოში, როგორ ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ გავავრცელოთ მეტი ინფორმაცია ევროკავშირის საქართველოში საქმიანობის შესახებ“, - აღნიშნა შვედმა დიპლომატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)