2016-02-18 10:22:21, 375 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ამ ეტაპზე მონიტორინგის ერთიან სისტემაში მოქცევა და სრული კოორდინაცია აუცილებელია
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთი სტრუქტურის არსებობა, რომელიც მთელ სისტემას ერთიან სისტემაში მოაქცევს.
ამის შესახებ ხიდაშელმა სამინისტროებისა და სააგენტოების გასაკონტროლებლად ახალი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მნიშვნელოვანია ასეთი სტრუქტურის არსებობა, რომელიც მთელ სისტემას ერთიან სისტემაში მოაქცევს, როცა ასეთი მნიშვნელოვანი სისტემა ხდება საგადასახადო სისტემაში, ეს შესაბამის გავლენას მოახდენს ბიუჯეტზე და ამიტომ კარგია, რომ სრული კოორდინაცია იყოს. მოკლე პერიოდში, სანამ რეფორმა სრულფასოვანი გახდება, უმჯობესია, რომ მაკოორდინირებელი წერტილი არსებობდეს”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან