|
2016-02-17 15:16:42, 430 ნახვა
პოლიტიკა
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას
ყველა პარტნიორთა შეხვედრაზე და ნატო-ს ყველა წევრ ქვეყნის წარმომადგენელთან შეხვედრაზე, თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზითით მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგრეთვე ევროკავშირიში ინტეგრაციის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით საკმაოდ წინ არის წასული. როგორც ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები სულ მალე იმოგზაურებენ შენგენის ქვეყნებში. "მინისტერიალზეც, შეხვედრაზეც ყოველთვის ვაყენებთ ამ საკითხს. ბოლო შეხვედრაზეც პირადად მე დავაყენე ეს საკითხი. ვარშავის ნატო-ს სამიტზეც დავაყენებთ ამ საკითხს, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამაში", – განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თურქეთის მოქალაქეებიც ელოდებიან ევროკავშირისგან მსგავს გადაწყვეტილებას. მინისტრის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. "აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში გადაჭრას ვუჭერთ მხარს და ყველა ფორმატში, ყველა პლატფომრაზე ამ მხარდაჭერას ვაფიქსირებთ", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)