|
2024-07-19 13:19:04, 353 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლობამ სამეცნიერო კვლევის შედეგები წარადგინა
საბერძნეთში, ქალაქ ათენში გამართულ მცენარეთა დაცვის მე-20 საერთაშორისო კონგრესზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდეშელმა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უფროსმა ივეტა მეგრელიშვილმა ხეხილისა და თხილის საქართველოსთვის აქტუალური ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების კვლევის შესახებ სამი პრეზენტაცია წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, აღნიშნული კვლევები საგრანტო პროექტის "თხილის ბაქტერიული (Xanthomonas arboricola, Pseudomoanas avellanae) და ვირუსული (APMV, PNRSV) ინფექციების კვლევა სეროლოგიური (ELISA), მოლეკულური (PCR, LAMP) მეთოდებით, კონტროლის მექანიზმების შემუშავება და ფერმერთა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა" ფარგლებში, 2018 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსრური მხარდაჭერით მიმდინარეობდა. "წელს, კონგრესის თემა "ჯანსაღი მცენარეები ხელს უწყობენ ადამიანის კეთილდღეობას" ფოკუსირებული იყო კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე ნატურალურ რესურსებზე დიდი ზეწოლის პირობებში მცენარეთა დაცვის უდიდეს როლზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე. კონგრესზე წარმოდგენილი პრეზენტაციები ძირითადად ზეთისხილის, ციტრუსების, ვაზის, ხეხილის, თხილის და სხვა მნიშვნელოვანი კულტურების პათოგენებით და მავნებლებით გამოწვეული დანაკარგების მენეჯმენტს, ახალი მავნე ორგანიზმების იდენტიფიცირებას და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ გზებს, ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოლოგიურ და აგროქიმიურ პრეპარატებს და სურსათის უვნებლობის საკითხებს ეხებოდა. მცენარეთა დაცვის კონგრესს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 700 მეცნიერი ესწრებოდა. კონგრესში მონაწილეობა მეცნიერთათვის მნიშვნელოვანია კვლევითი საქმიანობის წარმოსაჩენად, მოსაზრებებისა და გამოცდილების გასაზიარებლად, სამომავლო პერსპექტივების დასახვისა და ახალი სამეცნიერო კავშირების დასამყარებლად. ათენის მეგარონის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში გამართული სამეცნიერო ფორუმი მცენარეთა დაცვის მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის (IAPPS) და ათენის აგრარული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)