|
2016-02-16 21:44:01, 408 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერი 2015 წლის სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოების გამოფენას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია, 2015 წლის სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოების გამოფენას და ფოტო-კატალოგის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება თბილისის მერიის დაფინანასებით მოეწყო. გამოფენა „სპორტფოტო 2015”, წინა წლებთან შედარებით მონაწილეთა მეტი რაოდენობით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 2015 წლის შემაჯამებელ კატალოგში შევიდა დაუვიწყარი კადრები თბილისში გამართული: ძიუდოს საერთაშორისო ტურნირიდან, ევროპის ჩემპიონატიდან ძალოსნობაში, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან „თბილისი 2015“, უეფას სუპერთასიდან და ა.შ “ეს არის ძალიან საინტერესო გამოფენა, რადგან ერთიან სივრცეში ვნახეთ 2015 წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით ჩატარებული ყველა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება. გასულ წელს თბილისში ბევრი რამ გაკეთდა და ძალიან ბევრი ღონისძიება ჩატარდა სპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და უეფას სუპერთასის მატჩს. ორივე ბრწყინვალედ ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რამაც ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის პოპულარობას კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი. ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებისა და შეჯიბრის მასპინძლობა“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ. წლევანდელ პროექტში მონაწილეობა 26-მა სპორტულმა ფოტოგრაფმა მიიღო, მათ შორის იყვნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. 2015 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კატალოგის ნახვა შესაძლებელია ელექტრონულადაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)