|
2024-07-10 14:20:38, 481 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ კონსულების პროექტს იწყებს
„თიბისი“ კონსულების პროექტს იწყებს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს თანხის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს. კონსული არის მედიატორი ბანკსა და მომხმარებლებს შორის და ის თიბისის პროდუქტების შეთავაზებასა და გაყიდვას ახორციელებს პლატფორმის მეშვეობით. „თიბისის“ კონსულს შესაძლებლობა ექნება, საბანკო პროდუქტებით დაინტერესებული ადამიანები დააკავშიროს თიბისის და პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში, მიიღოს ანაზღაურება. იმისათვის, რომ „თიბისის“ კონსული გახდე, საჭიროა რეგისტრაცია გაიარო ვებ-გვერდზე www.tbcconsuli.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი პლატფორმაზე უნდა დაარეგისტრირო იმ პირების მონაცემები, ვინც დაინტერესებულია რომელიმე საბანკო პროდუქტით. შემდგომი პროცესი კი ასეთია: 1. დარეგისტრირებული პირი მიიღებს SMS შეტყობინებას თიბისისგან, რომელზეც დასტური უნდა განაცხადოს; 2. დასტურის შემდეგ მას დაუკავშირდება თიბისის წარმომადგენელი; 3. ყველა შემდეგი ნაბიჯი განხორციელდება ბანკში არსებული სტანდარტული პროცესების შესაბამისად. მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლია მიიღო ვებ-გვერდიდან: https://tbcconsuli.ge/#/
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)