00:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 13:01:18, 408 ნახვა

საზოგადოება
ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო“ დაწესებულებამ პაციენტები უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს, სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისის მისაღებად სხვა რეგიონში, საცხოვრებელი ადგილიდან ათობით კილომეტრის დაშორებით უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. 

უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ პირობებს და პერსონალის საჭიროებებს ადგილზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძესთან და ცაგერის მერთან, ლევან ზალკალიანთან ერთად გაეცნო.

“რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო“ დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, მოემსახურება. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება. 
პროგრამის გაფართოება, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2022 წლის აპრილში დააანონსა. დღევანდელი მონაცემებით, კი დიალიზის სერვისი 50 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. პროგრამის ფარგლებში, კი 3 000-ზე მეტი პაციენტია ჩართული”, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics