|
2024-07-09 15:19:23, 879 ნახვა
სამართალი
საია - ე.წ. კლანური მმართველობა კვლავ მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევაა
მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ ე.წ. კლანური მმართველობაა, - ამის შესახებ აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N12 ანგარიშში, რომელიც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია) წარადგინა. საიას ცნობით, კვლავ პრობლემად რჩება საბჭოში ე.წ. თავმჯდომარეების კვოტის არსებობა. “2024 წლის 9 ივლისს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N12 ანგარიში წარადგინა. მონიტორინგი ეხება 2023 წლის 1-ელი იანვარი-31 დეკემბრის პერიოდს. დოკუმენტის მიხედვით: მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა ე.წ. კვლავ “კლანური მმართველობაა“. ორწლიანი დაგვიანებით, პარლამენტმა არამოსამართლე წევრებად ისეთ კანდიდატებს დაუჭირა მხარი, რომ ამან, პლურალიზმის ნაცვლად, გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებას შეუწყო ხელი. დღემდე სხდომები დებატების და განსხვავებული აზრის გარეშე მიმდინარეობს. ევროკომისიის რეკომენდაციაში საუბარია მართლმსაჯულების ყოვლისმომცველ რეფორმაზე, თუმცა შემუშავებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება ზედაპირული ხასიათის იყო და სისტემაში არსებული რეალური გამოწვევების მოგვარებას არ ემსახურებოდა. სისტემაში არსებული საქმეთა გაჭიანურებისა და მოსამართლეთა ვაკანსიების მაღალი რიცხვის მიუხედავად, იუსტიციის საბჭოს 2023 წელს პირველ და მეორე ინსტანციაში კონკურსი არ გამოუცხადებია. სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შედინებაზე, მათ გადანაწილებაზე კოლეგია/პალატებში სრული კონტროლი აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს უფლებამოსილება სისტემის გასაკონტროლებლად მთავარი ბერკეტია მის ხელში. კვლავ პრობლემად რჩება საბჭოში ე.წ. თავმჯდომარეების კვოტის არსებობა. საანგარიშო პერიოდში საბჭოს არჩეული 8 წევრიდან 4 იმავდროულად კოლეგია/პალატის თავმჯდომარეობას ითავსებდა. დღემდე ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოება - საანგარიშო პერიოდში იუსტიციის საბჭომ მხოლოდ 1 სადისციპლინო სხდომა ჩაატარა. საჩივრების სიმრავლის მიუხედავად, რომელთა უმეტესობაც გაჭიანურებულ მართლმსაჯულებას ეხება, საბჭო არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც დისციპლინური სამართალწარმოების დროში გახანგრძლივების პირობებში ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ზეწოლის ეფექტიანი ბერკეტია. საანგარიშო პერიოდში ინფორმაციის საჯაროობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა. საიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, 2023 წელს საჯარო ინფორმაციის მისაღებად გაგზავნილ 8 წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მონიტორინგის ანგარიში მომზადდა საია-ს მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით“,- აღნიშნულია საიას ანგარიშში.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)