|
2024-07-05 12:37:42, 332 ნახვა
საზოგადოება
საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 9 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი
საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 5 ივლისს დაიწყო და 9 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დაინტერესებული ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია მეთორმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. “გამოქვეყნებულია: სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 184 ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 12 440 ჰა. მათ შორის, ასპინძა - 4, ახალციხე - 2, ნინოწმინდა - 15, ბორჯომი - 23, დმანისი - 17, წალკა - 2, მარნეული - 5, დედოფლისწყარო - 23, საგარეჯო - 4, თელავი - 4, სიღნაღი - 13, ყვარელი - 5, ახმეტა - 4, გურჯაანი - 3, ლაგოდეხი - 3, მცხეთა - 4, ყაზბეგი - 2, დუშეთი - 1, გორი - 9, კასპი - 1, ქარელი - 2, ხაშური - 4, წყალტუბო - 13, ბაღდათი - 1, ვანი - 6, ზესტაფონი - 1, ჭიათურა - 2, სენაკი - 2, წალენჯიხა - 1, ხობი - 2, ონი - 2, ლანჩხუთი - 3. პროგრამის ფარგლებში, 2022 წლიდან დღემდე მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტომ შეარჩია და 12 ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი 48 287 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები და განახორციელა დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება. ამავე პერიოდში იჯარით გაიცა 15 500 ჰექტარი საძოვარი. მეთორმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge). „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. მეთორმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)