|
2016-02-16 16:20:18, 550 ნახვა
საზოგადოება
C ჰეპატიტით დაავადებულებს დღეიდან ახალი პრეპარატით მკურნალობა შეეძლებათ
C ჰეპატიტით დაავადებულებს დღეიდან ახალი პრეპარატით - "ჰარვონით" მკურნალობა შეუძლიათ. ამ წამლის შემოტანას ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი. საქართველომ პრეპარატის 2 ათასი ფლაკონი უკვე მიიღო. "ჰარვონით" მკურნალობის გეგმის მიხედვით, წელიწადში ამ მედიკამენტს 20 ათასი პაციენტი გამოიყენებს. "ჰარვონი" ბოლო თაობის ორი პრეპარატის კომბინაციაა, რომელიც კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, ნაკლებად საჭიროებს კომბინირებულ მკურნალობას, რაც გვერდითი მოვლენების რისკს ამცირებს. ჯანდაცვის სამინისტრო, ე.წ. ფრონტ ოფისის გახსნასაც გეგმავს, სადაც C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებს გამარტივებული ფორმით მოემსახურებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)