|
2016-02-16 16:06:29, 435 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი ბიზნესმენებს: არ ვართ მოსული, რომ ქება მოვისმინოთ, გვითხარით რა არის გასაკეთებელი ბიზნესში ჩართული სუბიექტების ხელშეწყობისთვის
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასტუმრო „რედისონში“ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა საგადასახადო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბიზნესმენებს ინიციატივების წარმოდგენისკენ მოუწოდა. კვირიკაშვილის თქმით, მნისვნელოვანია, რომ ბიზნესში ჩართულ ყველა სუბიექტს ხელი შეუწყონ: „ძალიან მიხარია, რომ ეს შეხვედრა დღეს შედგა. ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს სასაუბრო. ორიოდე კვირის წინ გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა ბიზნესასოციაციების წარმოამდგენლებთან და იქ გავაჟღერეთ ჩვენ რამოდენიმე ინიციატივა და ამ ინიციატივების გაჟღერებიდან სულ რამოდენიმე დღეში გადავედით რეალურად საქმის კეთებაზე და მთავრობის სხდომაზე გატანილი იქნა უკვე ერთი მნიშვნელობანი ბლოკი ცვლილებებისა, რომელიც მთავრობის შემადგენლობამ დაამტკიცა და უკვე გადაგზავნილია პარლამენტში. ეს ეხებოდა ფუნდამენტურ საგადასახადო რეფორმას საქართველოში. ძალიან მიხარია, რომ მთავრობაში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსესუსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შკვეცას და ჩვენ ამ მომზადებული წინადადებით სულ ცოტახანში მივმართავთ პარლამენტს. ეს საკითხი ეხება საქართველოში მოგების გადასახადის გაუქმებას, ანუ ესტონური მოდელის დანერგვას, სადაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ განაწილებულ მოგებას დავნერგავთ. ანუ, ბიზნესში, ეკონომიკაში ჩაბრუნებული რესურსი, მოგება არ დაიბეგრება და ისევ მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, რაც ერთი მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო რესურსის მობილიზებას, მეორე მხრივ კი, იმ ეკონომიკურ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოს გარშემო და არა მხოლოდ გარშემო, არ არის მთლად ისეთი დინამიური განვითარება, ჩვენთვის ეს იქნება ის ცვლილება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ძალიან დადებითად გავიტანოთ ეს რეფორმა იმისათვის, რომ მოვიზიდოთ დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. არანაკლებ მნისვნელოვანი ცვლილებებია, დამტკიცებული პაკეტის რამოდენიმე კომპონენტს დავასახელებ, საგადასახადო შემოწმების პერიოდში აღარ მოხდება ანგარიშების დაყადაღება და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება დაყადაღება, ძირითადი საშუალებების იმპორტირების დროს დღგ-ს გადახდა სავალდებულო აღარ იქნება.საგადასახადო შემოწმებაში მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლების სამსახური მიიღებს მონაწილეობას. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტია, რომელიც თვისობრივად ცვლის ბიზნესგარემოს საქართველოში და ჩვენ აქ იმიტომ არ ვართ მოსული, რომ მოვისმინოთ ქება და ვთქვათ, რომ კარგია ეს. პირიქით, მინდა მოვისმინოთ ის, რომ სხვა რა არის გასაკეთებელი, რომ მაქსიმალურად ხელი შევწუყოთ ბიზნესში ჩართულ ყველა სუბიექტს“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)