|
2016-02-16 15:52:35, 523 ნახვა
საზოგადოება
კაზრეთისა და კოდას საზოგადოებრივ ცენტრებში სამოქალაქო ჩართულობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საზოგადოებრივ ცენტრებში სხვადასხვა თემატურ შეხვედრებს განაგრძობს. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, დაბა კაზრეთსა და სოფელ კოდაში „სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით“ ადგილობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია აქტიური მოქალაქეების როლის შესახებ საკუთარ თემსა და ქვეყანაში, გაეცნენ მოხალისეობრივ საქმიანობის ღირებულებებს. ტრენინგები ინფორმაციულ ნაწილთან ერთად დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა უშუალოდ ჩართულიყვნენ პროცესში, ჯგუფურად მუშაობისას გამოერკვიათ საკუთარი როლი თემისა თუ სოფლის განვითარების პროცესში. როგორც ცნობილია, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით ტრენინგები უკვე ჩატარდა გურიისა და აჭარის საზოგადოებრივ ცენტრებში. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)