17:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-16 15:08:53, 478 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ვისთან ერათადაც იბრძოდნენ, გამოტოვეს

ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც მათთან ერთად იბრძოდნენ, გამოტოვეს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, პრეზიდენტის განკარგულებაში "უამრავი ადამიანია გამოტოვებული". 

"არ ვიცი, რა უდგას ამას უკან. გაუგებარი იყო, რომ თქვეს განკარგულება გამოცემული გვქონდაო, ანუ ხალხისთვის არ უთქვამთ და დამალულად გამოსცეს, ასე გამოუვიდათ. რამდენი ხნის წინ პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატებული ფეხბურთელები წარადგინეს ღირსების ორდენზე, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მას შემდეგ, რაც აღვნიშნე, რომ სამწუხარო იყო, ამდენი ხანი რომ არ დააჯილდოვა პრეზიდენტმა ფეხბურთელები, შემდეგ თქვეს, რომ განკარგულება გამოცემული ჰქონდათ. უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც მათთან ერთად იბრძოდნენ, გამოტოვეს. ეს წარმოუდგენელია",- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics