|
2024-06-14 12:21:49, 321 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება საჩხერის მუნიციპალიტეტში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა
გარემოს დაცვის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება საჩხერის მუნიციპალიტეტში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა. კვირეულის ფარგლებში, რომლის მთავარი გზავნილი იყო „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“, სკოლის მოსწავლეებისთვის ამავე სახელწოდების კონკურსი გაიმართა. გარემოს დაცვის კვირეული დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს და შვედეთის მთავრობებს შორის მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში და წარმოედგინათ ნამუშევრები თემაზე - „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ესეს, ფოტო-სურათის ან ნახატის სახით. კვირეულს შეუერთდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები, რომლებმაც სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები განახორციელეს. გარემოს დაცვის კვირეულის დასკვნით ღონისძიებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო. „გარემოს დაცვის კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მთავარი მიზანია, ჩვენმა მომავალმა თაობებმა ადრეულ ასაკშივე შეიმეცნონ და შეიყვარონ საქართველოს უნიკალური ბუნება და ბიომრავალფეროვნება. ამ მიზნის მისაღწევად, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის, სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებს, ლექცია-სემინარებს, კონკურსებს. მოხარული ვარ, რომ მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება დიდია; მათი არაჩვეულებრივი ნამუშევრები ვიხილეთ, რომლითაც საკუთარი დამოკიდებულება და სიყვარული გამოხატეს საქართველოს ბუნების მიმართ“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების საგენტო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)