|
2016-02-15 15:23:39, 417 ნახვა
პოლიტიკა
კომპანია "ფრონტერა" კალაძის წინააღმდეგ - თქვენი განცხადებები მცდარია
კომპანია „ფრონტერას“ ხელმძღვანელობა კახა კალაძეს მიმართავს და მის განცხადებებს მცდარს უწოდებს. კომპანიის ადმინისტრაცია წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის 5 თებერვლის ინტერვიუში მინისტრმა არასწორი განცხადებები ატლანტიკური საბჭოს ანგარიშთან და საქართველოში გაზის მარაგთან დაკავშირებით გააკეთა. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მინისტრის განცხადება კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებულ სამუშაოებზე არასწორ შთაბეჭდილებას ქმნის. "თქვენ კომენტარი გააკეთეთ ზემოხსენებულ ანგარიშში ასახულ იმ დადებით გამოხმაურებაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში, კახეთის რეგიონში, "ფრონტერას"მიმდინარე საძიებო სამუშოების შედეგად გამოვლენილი ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი რესურსების შეფასებას. ვინაიდან თქვენ აღჭურვილი ხართ მინისტრის თანამდებობით, რომელიც დიდ საზოგადოებრივი ნდობას განაპირობებს, თქვენი ეს არასწორი განცხადებები უამრავმა საინფორმაციო სააგენტომ და სოციალურმა მედიამ გააშუქა და არაერთგზის გაიმეორა. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას გავაცნოთ სწორი ფაქტები საქართველოში ბუნებრივი გაზის მზარდ სექტორში ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში. კომპანიის წარმომადგენლები კალაძეს მიუთითებენ, რომ მისი ფრაზა - „ისეთ მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია“, არ შეესაბამება სიმართლეს. „თურქმენეთის ბუნებრივი გაზის დადასტურებული მარაგები შეადგენს 626 ტრილიონ კუბურ ფუტს (17.5 ტრილიონ კუბურ მეტრს). საწყისი პერსპექტიული რესურსების მოცულობა კი თავისთავად გაცილებით დიდია. თურქმენეთის მთავრობა უფრო მაღალ შეფასებას ასახელებს. ორივე შეფასება ბევრად აღემატება კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად შეფასებულ 187 ტრილიონ კუბურ ფუტ (5.31 ტრილიონ კუბურ მეტრ) საწყის პერსპექტიულ რესურსებს“, - აღნიშნულია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)