21:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 11:35:26, 372 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის სოციალური ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ახალ სოციალური სახის შეღავათებს სთავაზობს - კულტურულ-შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობის, საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიასთან, მწერალთა სახლთან, უნივერსალური ცოდნის აკადემიასთან UNIKO, საფეხბურთო აკადემიასთან „უშბა“, რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრთან, ფენიქს ცენტრთან და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრთან „კინეზი“. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტებს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს.

"მემორანდუმების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ შეთავაზებულ სერვისებზე შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ. 

სამოქალაქო სექტორთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით გაფორმდა. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირების და მათი ოჯახის წევრების სოციალური ხელშეწყობის მიზნით ასევე, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. აღნიშნული მიმართულებით კომპანიებთან მოლაპარაკებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მომავალშიც გაგრძელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics