2024-06-05 12:05:07, 304 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ერთი საათის მდგომარეობით, უკვე რეგისტრირებული იყო 3 500-მდე აღსაზრდელი.
"აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე მაღალი მიმართვიანობის გამო, შესაბამისი პროგრამა ახდენს მომლოდინე აპლიკანტთა პრიორიტეტიზაციას, რის გამოც შესაძლოა დაგვიანდეს რეგისტრაციის დადასტურება.
მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე დედაქალაქში არის საკმაოდ მაღალი, თუმცა, 2024 წელს საზაფხულო ბაღების, შესაბამისად, ვაკანსიების რაოდენობაც არის გაზრდილი 18 000-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, დარეგისტრირდება ყველა აპლიკანტი. ხოლო ადგილების შევსების შემთხვევაში, მშობლებმა უნდა მიმართონ სასურველი ბაღის ადმინისტრაციას, რომელიც მათ დაეხმარებათ რეგისტრაციაში",- ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),