|
2016-02-15 10:28:59, 572 ნახვა
საზოგადოება
თეიმურაზ მურღულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიანტებს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიანტებს შეხვდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ „მყარი სასარგებლო წიაღისეულისა და მიწისქვეშა წყლების მარაგების გამოთვლის სახელმწიფო ინსტრუქციების’’ პროექტები შემუშავდა. მინისტრის მოადგლემ შეხვედრის მონაწილეებს ინსტრუქციების პროექტი გააცნო, რომელიც განხილულია სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრების მიერ. „მარაგების გამოთვლის ანგარიშები, რომლებიც შემუშავდება ინსტრუქციების შესაბამისად სახელმწიფოს ხელს შეუწყობს რაციონალურად მართოს ქვეყნის მინერალური რესურსები და უზრუნველყოფილ იქნას პასუხისმგებლიანი სამთო-მოპოვების პრაქტიკა“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში. შეხვედრას სამეცნიერო წრეების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზნანტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)