2024-06-03 14:24:37, 311 ნახვა
საზოგადოება
გლდანის „ა“ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
გლდანის “ა” მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან, დაახლოებით, 12 000 კვ.მ. ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო.
„პროექტით გათვალისწინებულია არსებული სივრცის სრულად მოწესრიგება. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. მოეწყობა განათება, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ზონები, ფიტნეს ზონა, დასასვენებელი პავილიონები, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები. საბოლოო ჯამში, ეს სივრცე ადგილობრივებს დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერთან ერთად ადგილზე გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და საკრებულოს დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),