|
2016-02-14 18:39:22, 452 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკელი სენატორი საქართველოსთან უფრო აქტიურ თანამშრომლობას უჭერს მხარს
ამერიკელი სენატორი ჯორჯიის შტატიდან საქართველოსთან აშშ-ის კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას უჭერს მხარს. ამის შესახებ სენატის რესპუბლიკური პარტიის წევრმა დევიდ ფერდიუმ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. როგორც დევიდ ფერდიუმ აღნიშნა, საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტების ინიცირებისა და კონგრესში მხარდაჭერასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. თინათინ ხიდაშელი ამერიკელ სენატორს მიუნხენში, რიგით 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)